მოჭრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოჭრის

ზმნები: მოჭრის მოაჭრის მოიჭრის მოუჭრის მოიჭრება მოეჭრება მოაჭრევინებს

1. მჭრელი იარაღით მთელიდან ნაწილის ჩამოცილება.

ფრჩხილი მოიჭრა. ხეები მოჭრეს.

2. საუბრული მოკლედ, მკვახედ შეპასუხება.

სიტყვა მოუჭრა. მოკლედ მოუჭრა.

3. უცებ მოვარდნა,მორბენა.

ცხენით მოიჭრა. მევალეები მოეჭრნენ.

4. ახალი ფულის ან მონეტების გამოშვება.

ახალი მონეტები მოჭრეს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თავის მოჭრა

საქვეყნოდ შერცხვენა.

ბმულები

მოსაჭრელი მოჭრილი