მოქმედება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოქმედების

ზმნები: მოქმედებს ამოქმედებს

1. რაიმეს კეთება, აქტიურობა, შრომა.

დაუღალავი მოქმედება. ბიჭი სწორად მოქმედებს.

2. ვინმეზე ან რაიმეზე ზეგავლენის მოხდენა.

ხალხზე იმოქმედა მისმა სიტყვებმა.

3. ლიტერატურულ ნაწარმოებში (მის რომელიმე ეპიზოდში) განვითარებული მოვლენების მსვლელობა.

მოქმედება სოფელში მიმდინარეობს.

4. დრამატული ნაწარმოების ნაწილი.

პირველი მოქმედება.

5. მათემატიკური გამოთვლის ერთ-ერთი სახეობა - მიმატება, გამოკლება და სხვ.

ბმულები

მოქმედი ნამოქმედარი