მოკითხვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოკითხვის

ზმნები: მოჰკითხავს მოიკითხავს მოუკითხავს მოეკითხება

1. შეხვედრისას, მისალმებისას ამბის გამოკითხვა.

ოჯახი მოიკითხა.ერთმანეთი მოიკითხეს.

2. ვინმესთან სალმის დაბარება.

დედა მომიკითხე! თქვენები მოიკითხე!

3. ვინმეს, რაიმეს მოძიება.

ჩანთა მოიკითხა. ბავშვები გვიან მოიკითხეს.

4. დანაშაულისთვის, ცოდვისთვის პასუხის მოთხოვნა.

ყველაფერი შენ მოგეკითხება! მკვლელობა მას მოჰკითხეს.