მოკიდება1

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მოკიდების

ზმნები: მოჰკიდებს მოიკიდებს მოეკიდება მოაკიდებინებს

1. ზურგზე სიმძიმის მოგდება.

ტომარა მოვიკიდე. ტვირთი მოიკიდა.

2. შეხება, ხელის მოვლება, მოჭიდება.

ლოყაზე ხელი მოიკიდა. ხელი მოჰკიდე.

3. რაიმეს მოდება, მორევა.

რკინას ჟანგი მოეკიდა. პურს ობი მოეკიდა. ჭირხლი მოეკიდა.