მობეზრება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: მობეზრების

ზმნები: მოაბეზრებს მოჰბეზრდება

რაიმეს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა ერთფეროვნების, ხშირი გამეორების გამო.

ლოდინი მომბეზრდა. ასეთი ცხოვრება მოჰბეზრდა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თავს მოაბეზრებს

შეაწუხებს.

ბმულები

მობეზრებული მომაბეზრებელი მოსაბეზრებელი