მაჯა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: მაჯის

1. ხელის ნაწილი მკლავსა და მტევანს შორის.

მაჯა ეტკინა. მაჯა დაეღალა. მაჯაზე სამკაული ეკეთა.

2. საუბრული იგივეა, რაც პულსი.

ექიმმა ავადმყოფს მაჯა გაუსინჯა.

3. ტანსაცმლის სახელოს ის ნაწილი, რომელიც ფარავს მაჯას.

მაჯები აიწია. მაჯა შეიკრა.

ბმულები

სამაჯური