მასრა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: მასრის

1. ცილინდრის ფორმის ღრუ საგანი.

2. დაცლილი ვაზნა.

პისტოლეტის მასრა.სანადირო თოფის მასრა.

3. [ძირითადად მრავლობითი] ჩოხის აუცილებელი ატრიბუტი - საგანგებოდ შეკერილ ბუდეებში ჩაწყობლი პატარა მოკლე მილაკები.

4. საქსოვი ან სართავი დაზგის დეტალი; ძაფის დასახვევი მოკლე კოჭა.

ძაფს მასრაზე ახვევს.