მარგალიტი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: მარგალიტის

1. ძვირფასი ქვა, მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის ნიჟარაში მოხვედრილ უცხო სხეულზე სადაფის შემოზრდით.

ზღვის მარგალიტი. შავი მარგალიტი. მარგალიტის მძივი.

2. გადატანითი ძალიან ძვირფასი რაიმე ან ვინმე.

პოეზიის მარგალიტები.