ლარი1

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ლარის

1. იგივეა, რაც სიმი.

ფანდურის ლარი.

2. სხვადასხვა დანიშნულებით გაჭიმული თოკი ან ძაფი.

კედლის ამოსაყვანი ლარი. ვაზის ლარზე გაბმა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ლარივით სწორი

ძალიან სწორი, გაჭიმული.

რა ლარი და ხაზი უნდა

რაც თავისთავად ცხადია, მტკიცება არ სჭირდება.