კორპუსი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კორპუსის
1. ნაგებობათა კომპლექსში შემავალი ცალკეული შენობა.
მეთორმეტე კორპუსი. კორპუსში ცხოვრობს.
2. მსხვილი საჯარისო შენაერთი, რომელიც შედგება რამდენიმე დივიზიისგან.
სატანკო კორპუსი.
3. ერთი და იმავე სპეციალობის ან ოფიციალური სტატუსის მქონე პირთა ერთობა.
დიპლომატიური კორპუსი. ჟურნალისტთა კორპუსი.