კენჭაობა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: კენჭაობის

ზმნები: კენჭაობს ეკენჭავება

საბავშვო თამაშობა, მოთამაშე ოთხ კენჭს ძირს დადებს და მეხუთეს მაღლა ააგდებს, რომლის დაჭერამდე უნდა მოასწროს ძირს დადებული კენჭების აღება სხვადასხვა ხერხით, გამარჯვებულია ის, ვინც ყველა ამ ხერხს ბოლომდე უშეცდომოდ შეასრულებს.

ბავშვები კენჭაობას თამაშობენ.