კანონი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: კანონის

1. საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული და დამტკიცებული საყოველთაოდ სავალდებულო წესი.

საარჩევნო კანონი. სამეწარმეო კანონი.

2. საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული კავშირი, რომელიც გარკვეული კანონზომიერებით ვლინდება.

მიზიდულობის კანონი.

3. ამა თუ იმ საზოგადოების მიერ შემუშავებული წესი, რომელიც მისი წევრებისთვის სავალდებულოა.

მორალური კანონები.