იქით
ზმნიზედა
1. იმ ადგილისკენ, იმ მიმართულებით.
იქით წავიდა. იქით მიიხედე!
2. [თანდებულის ფუნქციით] [ნათესაობითი] მეორე მხარეს, გადაღმა.
ამ მთის იქით. კარის იქით.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
დღეის იქით / დღეის ამას იქით
ამ დღიდან მოყოლებული, დღეის შემდეგ, დღეიდან, ამიერიდან.
თავს იქით ძალა არა აქვს
რაც შეუძლია, აკეთებს, მეტი ძალა, მეტი ღონე აღარა აქვს.