ინდიკატორი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ინდიკატორის

1. ფიზიკური სიდიდეების გასაზომი ხელსაწყო.

ციფრული ინდიკატორი.

2. ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ხსნარში ქიმიური პროცესების გამოსამჟღავნებლად.

3. გადატანითი მახასიათებელი, რომელიც გამოიყენება ამა თუ იმ მოვლენის, პროცესისა და მისთ. შესაფასებლად.

მრეწველობის განვითარების ინდიკატორი.