ინდივიდუალური

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ინდივიდუალურის

1. ცალკეული პიროვნების დამახასიათებელი, განმასხვავებელი.

ინდივიდუალური თავისებურებანი. ინდივიდუალური მონაცემები.

2. ცალკეული პირის მიერ წარმოებული, შესრულებული.

ინდივიდუალური შრომა. ინდივიდუალური მეურნეობა. ინდივიდუალური მშენებლობა.

3. ცალკეული პირისთვის განკუთვნილი.

ინდივიდუალური მომსახურება. ინდივიდუალური მიდგომა.