ინდექსი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ინდექსის

1. რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს რაიმეს ცვალებადობას, თანმიმდევრობასა და მისთ.

ფასების ინდექსი. სატელეფონო ინდექსი.

2. გარკვეული ჩამონათვალი, სია.

წიგნების ინდექსი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

საფოსტო ინდექსი

ციფრებით გამოსახული პირობითი ნიშანი, რომელიც მიკუთვნებული აქვს ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულს (რესპუბლიკას, ქალაქს, რაიონსა და მისთ.).