იარაღი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: იარაღის

1. საბრძოლო საშუალებების საერთო სახელწოდება.

ცეცხლსასროლი იარაღი. ბირთვული იარაღი. ლაზერული იარაღი.

2. გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო საგანი ან მოწყობილობა.

სასოფლო-სამეურნეო იარაღი. სამედიცინო იარაღები.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ცივი იარაღი

თავდასხმისა და თავდაცვისთვის გამოყენებული მჭრელი (დანა, ხმალი, ხანჯალი და მისთ.) და დამრტყმელი (კომბალი, მათრახი და მისთ.) იარაღების საერთო სახელწოდება.

იარაღში ჩამჯდარი

სრულად შეიარაღებული.

ბმულები

იარაღასხმული