თითი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: თითის
ხელის ან ფეხის მტევნის შემადგენელი ხუთი მოძრავი ნაწილიდან ერთ-ერთ.
თითზე ბეჭედი ეკეთა. გრძელი თითები. თითები მოეყინა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
თითებს ჩაიკვნეტს
ძალიან მოეწონება (საჭმელი).
თითზე კბენა
სინანული.
თითზე ჩამოსათვლელი
ძალიან ცოტა.
თითით საჩვენებელი
სამაგალითო, ძალიან კარგი.
თითის სიგრძე
ძალიან პატარა.
თითს არ დააკარებს
არაფერს დაუშავებს.
თითს მოკაკვავს
დამარცხებას აღიარებს, დანებდება.