თვალი2

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: თვლის

1. წრის ფორმის რგოლი, რომელიც ბრუნავს ღერძის გარშემო და ამოძრავებს რაიმე მექანიზმს ან სატრანსპორტო საშუალებას.

მანქანის თვლები. ურმის თვალი. თვლებზე დგას.

2. დამუშავებული ძვირფასი ქვა.

ბეჭდის თვალი. თვლებით მოჭედილი გვირგვინი.

3. ჩასაბერი საკრავის ნახვრეტი, რომელზე თითის დადება-აღებით გამოაცემინებენ საჭირო მელოდიას.

სალამურის თვლები.

4. გარკვეული სახის ნაქსოვის, წნულის ერთი რგოლი (უჯრედი) ან საქსოვ ჩხირზე წამოცმული ყულფი, მარყუჟი.

წინდის თვალი. თვალი წაუვიდა. თვლები ამოკრიფა.

ბმულები

თვლიანი