თამაში
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: თამაშის
ზმნები: თამაშობს ათამაშებს უთამაშებს ეთამაშება
1. გართობა, თავის შექცევა რაიმეთი.
ბავშვები თამაშობენ. ბურთი ითამაშა.
2. შეჯიბრება სპორტის ზოგიერთ სახეობაში.
თამაშის მსაჯი. ჭადრაკი ითამაშეს.
3. სხეულის ნაწილის უნებურად თრთოლა, ცემა.
თვალი უთამაშებს.
4. წარმოდგენაში, ფილმსა და მისთ. როლის შესრულება.
სპექტაკლში ცნობილი მსახიობები თამაშობდნენ.
ბმულები
თამაშობა სათამაშო