თავისუფალი

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: თავისუფლის

1. ვინც სხვის გავლენას, ზემოქმედებას არ განიცდის, დამოუკიდებელი.

თავისუფალი ხალხი. თავისუფალი კაცია.

2. რასაც ან ვისაც არავინ და არაფერი აფერხებს, არაფერი ზღუდავს.

თავისუფალი მოქმედება. თავისუფალი პრესა.

3. ცარიელი, რაც არ დაუკავებიათ.

თავისუფალი სკამი. თავისუფალი ადგილი.

4. ვინც საქმით დაკავებული არ არის, ვისაც დრო აქვს.

ხვალიდან თავისუფალი ვარ. საღამოს თავისუფალი ხარ?

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თავისუფალი ვარჯიში

სპორტული ვარჯიში იარაღების გარეშე.

თავისუფალი ჭიდაობა

ჭიდაობის ერთ-ერთი სახეობა.

ბმულები

თავისუფლად