თავი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: თავის

1. ადამიანის ან ცხოველის ყელსზედა ნაწილი, რომელიც შედგება ქალისა და სახისგან, მასში მოთავსებულია ტვინი, მხედველობის, სმენისა და მეტყველების ორგანოები.

თავი დახარა. თავზე ხელი დაადო.

2. თავის (1)ზედა ნაწილი, რომელიც თმით არის დაფარული.

თავი სტკივა.

3. ზედა ნაწილი ან ზედა მხარე.

სოფლის თავში. კლდის თავი. კარადის თავზე.

4. ტექსტის, თხზულების ერთგვარად დასრულებული, გამოყოფილი ნაწილი.

ბოლო თავი. თავებად დაყოფა.

5. ზედა ასახდელი ნაწილი.

კიდობნის თავი. ქვევრის თავი.

6. რაიმეს დასაწყისი ნაწილი.

ანტონიმი ბოლო.

სუფრის თავში. ვენახის თავში.

7. რაიმეს წამომწყები, ხელმძღვანელი, წინამძღოლი.

ოჯახის თავი. ჩხუბის თავი.

8. ერთი მთლიანი რამ (ბოსტნეული, ხილი და მისთ.).

ერთი თავი ყველი. რამდენიმე თავი ხახვი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თავზე (თავს) ლაფს დაასხამს

საჯაროდ შეარცხვენს.

თავზე (თავს) შემოევლება

იზრუნებს მასზე, უპატრონებს.

თავზე ბუზს არ ისვამს

ამაყია.

თავზე გადასდის

ბევრი აქვს, ძალიან მდიდარია.

თავზე დაადგება

1. ავადმყოფს უპატრონებს, მოუვლის. 2. ვინმესთან მოულოდნელად მივა.

თავზე დააჯდება

მეტისმეტად გაუთამამდება.

თავზე ხელს აიღებს

ყველაფერს იკადრებს.

თავი არა აქვს

არ შეუძლია, ეზარება.

თავი და ბოლო

დასაწყისი და დასასრული.

თავი და თავი

ყველაზე მთავარი.

თავი მოაქვს

თავს იქებს, ამაყობს, თავი დიდი ვინმე ჰგონია.

თავის აგდება

გამასხარავება, ღირსების დაკარგვა.

თავის ატკივება

ზედმეტი ზრუნვა, შეწუხება ვინმესთვის.

თავის აშვება

მეტისმეტი თავისუფლება, დაუმორჩილებლობა.

თავის გადაქნევა

უკმაყოფილების გამოხატვა თავის აქეთ-იქით მოძრაობით.

თავის გამოდება

განსაკუთრებული მონდომება, თავდაუზოგავობა საქმის გასაკეთებლად, მიზნის მისაღწევად.

თავის გატანა

თავის შენახვა, თავის დაცვა.

თავის დადება

ვინმესთვის თავის გაწირვა, სხვის გამო საკუთარი ინტერესის დავიწყება, ერთგულება.

თავის დაკვრა

მისალმება.

თავის დაჭერა

ზომიერება, თავშეკავებულობა.

თავს დასტრიალებს

უვლის, პატრონობს, ზრუნავს.

თავს იმტვრევს

ბევრს ფიქრობს, უჭირს გადაწყვეტილების მიღება.

თავს მოაბამს

რაიმეს დაამთავრებს, დაასრულებს, მოაგვარებს.

თავს მოახვევს (საკუთარ აზრს, სურვილს)

საკუთარი აზრის, სურვილის მიხედვით გააკეთებინებს რაიმეს.

თავს მოუქონავს

ტკბილი სიტყვით, ლაქუცით გადაიბირებს.

თავს ხელში აიყვანს

საკუთარ ქცევას, ემოციებს მართავს.

თავში აუვარდება

გაამაყდება, გაყოყოჩდება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნება.

თავში მოუვა (აზრი, ფიქრი)

გაახსენდება, იფიქრებს.

თავს (თავზე) დაატყდება

დაემართება, შეემთხვევა.

თავს არ შეაწყენს

თავს არ მოაბეზრებს.

თავის ხელში აყვანა

სიმშვიდის შენარჩუნება, ნერვების მოთოკვა.

თავში საცემი

საზრუნავი, სადარდებელი.

თავში ქვა გიხლია

საუბრული რაც გინდა ის ქენი, რაც გინდა მოგივიდეს, არ ვდარდობ, არ მენაღვლება.

ბმულები

თავთით თავიანი თავიდან თავური სათავე უთავო