თაბახი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: თაბახის

1. სტანდარტული ზომის საწერი ან საბეჭდი ფურცელი.

მთელი თაბახი შეავსო.

2. ნაბეჭდი პროდუქციის საზომი ერთეული (თექვსმეტი გვერდი).

წიგნის 10 თაბახი.

3. ძველი მრგვალი, ოდნავ ჩაღრმავებული, უმეტესად ხის ჭურჭელი.

ხინკალი თაბახზე ამოყარეს.