ზურგი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ზურგის

1. ადამიანის ტანის უკანა მხარე კისრიდან წელამდე; ცხოველის სხეულის ზედა ნაწილი კისრიდან ბოლომდე (კუდამდე).

აქლემის ზურგი. ზურგის ტკივილი. ზურგით მოიტანა. ზურგიდან ტვირთი მოიხსნა.

2. რაიმეს ზედა ამოზნექილი ნაწილი.

ხელის ზურგი.

3. უკანა მხარე.

ზურგიდან მიეპარა. ზურგის ქარი.

4. სკამის ან სავარძლის ნაწილი, რომელსაც ზურგს (1)აყრდნობენ.

მაღალი ზურგი.

5. საბრძოლო ხაზის, ფრონტის უკანა მხარე, სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობს.

მტრის ზურგში მოქმედებს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ზურგს უკან

ფარულად, მალულად.

ზურგს უმაგრებს

ეხმარება, იმედად ჰყავს.

ზურგს უჩვენებს

გაიქცევა, შეშინდება.

ზურგს შეაქცევს

მიატოვებს.

ზურგი ექავება

საუბრული ცუდად იქცევა, ამიტომ ცემა არ ასცდება.

ბმულები

ზურგჩანთა საზურგე