ზონდი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ზონდის

1. სამედიცინო იარაღი, წვრილი მილი ადამიანის შინაგანი ორგანოების გამოსაკვლევად, სამკურნალოდ.

ზონდი გადაყლაპა.

2. ნიადაგის, წყლის სიღრმის, ჭაბურღილების გამოსაკვლევი სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტების საერთო სახელწოდება.

3. მეტეოროლოგიური დაკვირვების ხელსაწყოებით აღჭურვილი საჰაერო ბურთი.