ზომა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ზომის

1. რაიმეს სიდიდე, განსაზღვრული ოდენობა.

დიდი ზომა. ერთი ზომის.

2. რაიმეს დასაშვები რაოდენობა.

ზომაზე მეტი დალია.

3. ხერხი, ღონისძიება.

გადამჭრელი ზომები.

4. ლიტერატურათმცოდნეობა ლექსწყობაში მარცვლების ესა თუ ის რაოდენობა და სტრიქონებში მათი განლაგება.

თორმეტმარცვლიანი ზომა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

იმ ზომამდე

იმდენად რომ.