ზიარება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ზიარების

ზმნები: აზიარებს ეზიარება

1. ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო, წირვაზე ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის მიღება პურისა და ღვინის სახით.

ზიარების საიდუმლო. ზიარება დაიწყო. მოძღვარმა აზიარა.

2. ახალი სფეროს, დარგისა და მისთ. გაცნობა, რაიმეს მონაწილედ გახდომა.

პოეზიას ეზიარა. დიდ ხელოვნებას ეზიარა.

ბმულები

მაზიარებელი საზიარებელი უზიარებელი