ზარი1

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ზარის

1. ლითონისგან ჩამოსხმული კონუსის ფორმის საგანი, რომელიც ხმას გამოსცემს შუაში ჩამოკიდებული ღეროს კედლებზე მირტყმით.

ზარების რეკვა.

2. მოწყობილობა, რომელიც ბგერებს გამოსცემს, გამოიყენება სასიგნალოდ.

ზარის წკრიალი. ელექტრონული ზარი. ტელეფონის ზარი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ზარივით ხმა

წკრიალა ხმა.

ზარის ენა

ზარის შუაში ჩამოკიდებული ლითონის ღერო.