ერთხელ

ზმნიზედა

1. ერთ ჯერზე, ერთჯერ.

ერთხელ შენც მესტუმრე.

2. უწინ, ერთ დღეს.

ერთხელ სკოლაში მივდიოდი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ათასში ერთხელ

ძალიან იშვიათად.

ერთხელ და სამუდამოდ

საბოლოოდ, გადაწყვეტილად.