ერთეული

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ერთეულის

1. ერთნიშნა რიცხვი, ან მრავალნიშნა რიცხვის უკანასკნელი ციფრი.

2. სიდიდე, რომელიც სხვა ერთგვაროვან სიდიდეთა საზომად გამოიყენება.

წონის ერთეული.

3. მთელის დაყოფის შედეგად მიღებული ნაწილი.

ტერიტორიული ერთეული.