დაკავება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაკავების

ზმნები: დააკავებს დაიკავებს დაუკავებს დააკავებინებს

1. ხელში აღება, დაჭერა.

ჩანთა დაიკავა.

2. დაპატიმრება, დაჭერა.

კონდრაბანდისტები საზღვართან დააკავეს.

3. სპეციალური დანიშნულების პუნქტის, ქალაქისა და მისთ. ძალით აღება, დამორჩილება.

მტერმა სამხედრო ბაზა დაიკავა.

4. შეჯიბრების ან კონკურისის დროს რომელიმე ადგილის მოპოვება.

საპრიზო ადგილი დაიკავეს. გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

5. სხვისთვის სკამის, ადგილისა და მისთ. შენახვა.

რიგი დაუკავა.

6. ვინმეს იძულებით დატოვება, არგაშვება.

ბიჭი სახლში ვერ დააკავეს.

7. ასაღები თანხიდან განსაზღვრული რაოდენობის ჩამოკლება.

საშემოსავლო დაუკავეს. ხელფასიდან ასი ლარი დაუკავეს.

ბმულები

დაკავებული