დაზვერვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაზვერვის

ზმნები: დაზვერავს

1. გარკვეულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ფარული დაკვირვება, დათვალიერება სამხედრო მიზნით.

ჯარისკაცებმა გარემო დაზვერეს. მტრის ბანაკი დაზვერეს.

2. სახელმწიფოს მტრების ფარული საქმიანობის გამოსავლენად შექმნილი სახელმწიფო უშიშროების სამსახური.

დაზვერვის სამმართველო. სახელმწიფო დაზვერვა.

3. გარკვეული მიზნით რაიმეს წინასწარ დათვალიერება, შესწავლა.

მშენებლებმა იქაურობა დაზვერეს. ჟურნალისტმა სიტუაცია დაზვერა.

ბმულები

დასაზვერი