გაჭრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაჭრის

ზმნები: გაჭრის გაიჭრის გაუჭრის გაიჭრება გაეჭრება გააჭრევინებს

1. ბასრი იარაღით გაყოფა, დანაწილება, გაკვეთა.

საზამთრო გაჭრა. თოკი გაჭრა. ძირმაგარა გაუჭრეს. თითი გაეჭრა.

2. არხის, გზისა და მისთ. გათხრა, გაყვანა.

საძირკველი გაიჭრა. სამარე გაჭრეს.

3. კარტით თამაშისას უფრო ძლიერი ქაღალდით ნაკლების ჯობნა, გაბათილება.

კოზირით გაჭრა.

4. გადატანითი გარკვეული ზემოქმედებით შედეგის მიღება.

მუქარამ გაჭრა. ეს მეთოდი უთუოდ გაჭრის.

5. გარეთ გავარდნა, გაქცევა.

ქუჩაში გაიჭრა. მთაში გაიჭრა.წინ გაიჭრა. კარისკენ შურდულივით გაიჭრა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

გაჭრილი ვაშლივით ჰგავს

ძალიან ჰგავს, მათი გარჩევა შეუძლებელია.

ბმულები

გაჭრილი მჭრელი