გაყოლა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაყოლის

ზმნები: გაჰყვება გაუყვება

1. სხვასთან ერთად ან სხვის უკან წასვლა.

ბავშვი დედას თან გაჰყვა. მწყემსი ნახირს გაჰყვა.

2. უნებლიეთ რაიმე ნივთის თან წაღება.

სათვალე გაჰყვა.

3. რაიმეს გასწვრივ, გაყოლებით წასვლა.

ბილიკს გაუყვნენ.