გასაღება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გასაღების

ზმნები: გაასაღებს გაუსაღებს გასაღდება

1. უხარისხოს, უვარგისის გაყიდვა ან ვინმესთვის მიცემა.

მჟავე ღვინო ძლივს გაასაღა.

2. საუბრული გაყიდვა.

საქონლის ახალი პარტია გაასაღა. ფეხსაცმელი კარგად გასაღდა.

3. გადატანითი ტყუილის სიმართლედ მოჩვენება.

მოპარული ნივთები თავისად გაასაღა. ასლი ორიგინალად გაასაღა.

4. ჟარგონი მოკვლა.

ქურდი ციხეში გაასაღეს.

ბმულები

გასაღებული