გათამაშება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გათამაშების

ზმნები: გაათამაშებს გაეთამაშება გათამაშდება

1. ლატარიისა და მისთ. თამაშისას თანხის ან რაიმე ნივთის განსაზღვრა, დაწესება მოსაგებად.

ბოლო ტირაჟში ავტომობილი გაათამაშეს.

2. შეჯიბრის მოწყობა პრიზის, ჯილდოს მოსაპოვებლად.

თასის გათამაშება.

3. უცებ, სახელდახელოდ რაიმეს წარმოდგენა.

ეტიუდის გათამაშება. კომბინაცია გაითამაშეს.

4. მცირე ხნით, ზერელედ თამაში (ვინმესთან, რაიმესთან).

ბავშვს გაეთამაშა.

ბმულები

გათამაშებული