გაზრდა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაზრდის

ზმნები: გაზრდის გაიზრდის გაუზრდის გაიზრდება გაეზრდება გააზრდევინებს

1. ცოცხალი ორგანიზმის ფიზიკური სიდიდის, უნარის, შესაძლებლობების თანდათანობით მომატება (გაჩენიდან, აღმოცენებიდან გარკვეულ პერიოდამდე).

ბავშვის გაზრდა. შვილები გაზარდა. ვარდი გაიზარდა.

2. რაოდენობის, მოცულობისა და მისთ. მომატება.

ფასების გაზრდა. მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა.

3. იგივეა, რაც აღზრდა.

კადრების გაზრდა. კლუბში ბევრი ფეხბურთელი გაიზარდა.

ბმულები

გაზრდილი გამზრდელი გასაზრდელი გაუზრდელი