ბუდე

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბუდის

1. ფრინველებისა და მწერების ბინა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კვერცხებს დებენ და მრავლდებიან.

ჩიტის ბუდე. კრაზანების ბუდე.

2. სხვადასხვა ნივთის ჩასადები, შესანახი.

სათვალის ბუდე. დანის ბუდე.

3. ზოგიერთი მცენარის ნაყოფის გარსი.

თხილის ბუდე.

4. ღრუ, რომელშიც მოთავსებულია ესა თუ ის ორგანო.

თვალის ბუდე.

5. გადატანითი საცხოვრებელი ადგილი საერთოდ, ბინა, კერა.

ახალგაზრდებმა ბუდე მოიწყვეს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ბუდეს დაიდებს

თავშესაფარს მოიწყობს, დასახლდება.

ბუდეს მოიშლის

მკვიდრ საცხოვრებელს მიატოვებს, სხვაგან წავა.

ბმულები

ბუდიანი