ბერყენა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბერყენას

1. ველური მსხალი, მოკლეყუნწიანი, მრგვალი, პანტისოდენა მწკლარტე ხილი.

2. პატარა ხე, რომელიც ისხამს ბერყენას(1), აქვს ეკლიანი ტოტები, ვიწრო, მოვერცხლისფრო ფოთლები და ჯგუფებად შეკრებილი თეთრი ყვავილები, იხმარება ნამყენი მსხლის საძირედ.