ბედნიერი

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბედნიერის

1. ბედნიერებით სავსე, კმაყოფილი, გახარებული.

ბედნიერი წყვილი.

2. სასიხარულო, საამო.

ბედნიერი დღე. ბედნიერი მოგონება.

3. კარგი, კეთილი.

ბედნიერი შემთხვევა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული

საუბრული იტყვიან ადამიანზე, რომელსაც იოლად გამოსდის ყველაფერი, დიდ წარმატებებს აღწევს.

ბმულები

უბედნიერესი