ბედი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბედის

წინასწარ განსაზღვრული ცხოვრების გზა.

მისი ბედი ასეთი ყოფილა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ბედი სწყალობს

საქმე კარგად მისდის, უმართლებს.

ბედმა გაუღიმა

საქმე სასიკეთოდ წაუვიდა, გაუმართლა.

ბედმა უმტყუნა (უმუხთლა)

საქმე ცუდად წაუვიდა, არ გაუმართლა.