ბაქანი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბაქნის

1. რკინიგზის სადგურში ლიანდაგის გასწვრივი ზოლი მატარებელში ამსვლელი და ჩამომსვლელი მგზავრებისთვის.

ბაქანზე გაჩერება არ შეიძლება.

2. მატარებლის ხანმოკლე გაჩერების ადგილი.

ამ ბაქანზე ყველა მატარებელი არ ჩერდება.

3. კიბის თავებზე ბინების შესასვლელებთან მოქცეული პატარა ფართობი მრავალსართულიან სახლებში.

4. ვაგონის თავსა და ბოლოში გამოყოფილი ადგილი.

მოსაწევად ბაქანზე გავიდნენ. უკანა ბაქანი.