ბატონი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბატონის

1. თავაზიანობისა და პატივისცემის გამომხატველი სიტყვა, გამოიყენება ვინმეს (ჩვეულებრივ, მამაკაცის) ხსენებისას ან მიმართვისას, ძირითადად საკუთარ სახელთან ერთად.

ეს ბატონი გელოდებათ. ბატონო პრეზიდენტო! ბატონი გიორგი.

2. მამულებისა და ყმების პატრონი, თავადი ან აზნაური.

ბატონის სახლ-კარი.

3. საუბრული [მრავლობითი] ზოგიერთი გადამდები დაავადების (ყბაყურას, ყივანახველას, წითელასა და მისთ.) საერთო სახელწოდება.

ბატონები შეეყარა.

ბმულები

ბატონიშვილი ბატონო ბატონობა უბატონო