აყოლა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აყოლის

ზმნები: აჰყვება აუყვება

1. სხვასთან ერთად ასვლა.

მამას სხვენში აჰყვა.

2. რაიმეს გასწვრივ, გაყოლებით ასვლა.

ტურისტები ხეობას აუყვნენ.

3. ვინმეს ან რაიმეს ბრმად ნდობა და მისი გავლენით მოქცევა.

ცდუნებას აჰყვა. პროვოკაციას არ აჰყვნენ. გრძნობებს აჰყვება.