ამბავი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ამბის

1. შემთხვევა, მოვლენა.

უჩვეულო ამბავი მოხდა.

2. მოვლენის, შემთხვევის, ვინმეს თავგადასავლისა და მისთ. აღწერა.

ძველი ამბავი. ამბავს მოუთხრობს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

დიდი ამბავი!

საუბრული ამბობენ, როდესაც უნდათ რაიმეს მნიშვნელობა დააკნინონ.

ერთ ამბავს ატეხს (დააწევს)

საუბრული იჩხუბებს, აურზაურს ატეხს.

რა ამბავია?

რა ხდება?.