ამაღლება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ამაღლების
ზმნები: აამაღლებს აიმაღლებს აუმაღლებს ამაღლდება
1. სიმაღლის მომატება, გაზრდა.
ღობე აამაღლეს.
2. ქრისტიანული დღესასწაული, აღინიშნება აღდგომიდან მეორმოცე დღეს.
3. გადატანითი გაუმჯობესება, გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფა.
კვალიფიკაცია აიმაღლა. სულით ამაღლდა.
ბმულები
ამაღლებული ასამაღლებელი