აკრეფა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აკრეფის

ზმნები: აკრეფს აუკრეფს აიკრიფება ააკრეფინებს

1. ძირს დაყრილის აღება, მოგროვება.

ვაშლები აკრიფა.

2. სხვადასხვა პირისთვის (ორგანიზაციისთვის) განსაზღვრული თანხის გამორთმევა შესაგროვებლად.

გადასახადების აკრეფა. მეზობლებმა ფული აკრიფეს.

3. ციფრების, ასოებისა და სიმბოლოების შეყვანა ელექტრონულ მოწყობილობაში (კომპიუტერში, ტელეფონში და მისთ.).

მეგობრის ნომერი აკრიფა. მოხსენების ტექსტი აკრიფა. სეიფის პაროლი აკრიფა.

ბმულები

აკრეფილი ამკრეფი ასაკრეფი